ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

ქვეყანაში საკვები პროდუქტისა და მედიკამენტების ახალი მარაგი შემოვიდა

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტში პროდუქტითა და მედიკამენტებით დატვირთული ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პირადად დახვდა. როგორც ცნობილი გახდა ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა. ერთი გემი 40000კგ საკვები პროდუქტით, ხოლო მეორე – 23000კგ საკვებითა და მედიკამენტებით იყო დატვირთული.

მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება.

ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას, ვინაიდან, სურსათითა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება,“ – აღნიშნა პრემიერმა

გემების შემოსვლა ნავსადგურში კორონავირუსის პრევენცის მიზნით გამკაცრებულია და ყველა გემი გადის თერმოსკრინინგს ასევე ტარდება დეზინფექციები, მიღებულია ყველა ზომა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

“ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 2020 წლის მარტში ბათუმის პორტში შემოსული ტვირთი 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით – 150%-ით არის გაზრდილი, კონტეინერები – 50%-ით, გენერალური ტვირთი კი – 52%-ით,” – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული