spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება გავიფორმოთ!” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მმართველი პარტიის დამარცხება და რა გეგმა უნდა ჰქონდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს:

,,ცოტა ვრცელი პოსტის დაწერა მიწევს, იმედია არ დაიზარებთ და წაიკითხავთ.

რუსული რეჟიმი ახლა მასიურ პროპაგანდისტულ შტურმს ახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ. მათი მეთოდი მარტივია, იმდენად დიდ ტყუილებს გვაყრიან და თანაც იმხელა რაოდენობით, რომ ადამიანებს უჭირთ ანალიზის გაკეთება, ჭირს ტყუილის სიმართლისგან გარჩევა და ამ სიცრუის კორიანტელში სიმართლე იკარგება.

ქოცის მიზანი მარტივია, ცდილობენ სულიერად გაგვტეხონ და ბრძოლის სურვილი დაგვაკარგინონ. მარტივად რომ ვთქვათ, ქოცი ცდილობს დანებება გვაიძულოს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ოპოზიციურ ველზე ვერ შემდგარი ერთიანობა, დაქსაქსულობა და შიდა დაპირისპირება. რუსული რეჟიმი ერთიანია, უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსია რეჟიმის ხელში და ამ ყველაფერს ბიძინა ყოველდღიურად იყენებს ჩვენს წინააღმდეგ შტურმის განსახორციელებლად. ამ ყველაფერს კი ერთიანობას ვერ ვუპირისპირებთ, საერთო მესიჯიც ვერ ყალიბდება ჩვენს ფლანგზე.

შესაბამისად, ოპოზიციურ ტელევიზიებსაც უწევთ ქოცების ნასროლი მოწამლული მესიჯების წამოწევა და ამაზე პასუხების გაცემა, რაც რეალურად ამ მესიჯის ხალხთან მიტანას კიდევ უფრო უწყობს ხელს, კონტრმესიჯები და კონტრპროპაგანდა კი საერთოდ არ არსებობს ერთიანობის არარსებობის გამო!

დაქსაქსულობით ქოცი კარგად სარგებლობს და ბევრს ხაფანგს გვიგებს, მაგალითად, ასეთი ხაფანგია წულუკიანის კომისია, ასეთივე ხაფანგია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ერთიანობის არ არსებობის გამო ზოგიერთი ებმევა ამ ხაფანგებში და მერე გვიწევს ხაფანგში გაბმული ხალხის ლანძღვა და კრიტიკა, რაც ასევე ქოცს ეხმარება გაძლიერებაში, ჩვენ კი გვასუსტებს.

ერთი სიტყვით, ამ წუთას ქოცი საინფორმაციო და ჰიბრიდულ ბრძოლას გვიგებს. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს, ყველამ უარი უნდა თქვას თავის პირად, ვიწროპარტიულ ინტერესებზე, ყველა უნდა შეეშვას საბნის თავისკენ გადაქაჩვას და რეალური ერთიანობა უნდა ჩამოყალიბდეს!

მინიმუმ საერთო მესიჯებზე მაინც უნდა შევთანხმდეთ. ვინც უარს იტყვის ამ ერთიანობაზე, გვეცოდინება, რომ ის არის ქოცი! სხვა ყველა შემთხვევაში წავაგებთ ამ ბრძოლას, მხოლოდ გულანთებული, პატრიოტი აქტივისტების ქუჩაში ყოველდღიური დგომა ვერ იქნება გამარჯვებისთვის საკმარისი! დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება გავიფორმოთ! დიდება და გამარჯვება საქართველოს! ✊🇬🇪🇪🇺”, – წერს ლაშა დიაროვი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...