ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვინც დაკარგა სამსახური ან ამ მხრივ შეექმნა კონკრეტული პრობლემები, სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდი, სპეციალურად შექმნილი სააღრიცხვო აპლიკაციის მეშვეობით, გეგმავს შესაბამისი კატეგორიის მოსახლეობის აღრიცვას, რომ მთავრობისადმი წარდგენილი გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული და მოგვარებული იქნას ყველა იმ პიროვნების საკითხის, ვისაც პრობლემა შეექმნა:
ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ვითარებამ, ვირუსის საფრთხემ და გატარებულმა მკაცრმა ზომებმა უამრავი ადამიანი დატოვა სამსახურის გარეშე, გაუარესდა მათი ფინანსური მდგომარეობა და შემოსავლის გარეშე დარჩა ოჯახების უმეტესობა.
ამასთან დაკავშირებით მომზადდა კითხვარი და კონკრეტული აპლიკაციის მეშვეობით დაიწყო შესაბამისი ადამიანების აღრიცხვა.
აღნიშნული კითხვარის შევსება არ გულისხმობს უმუშევრად დარჩენილი პირის ავტომატურად დასაქმების შესაძლებლობას, თუმცა მისი შევსებით დაეხმარებით სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდს, შეიმუშაოს კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის კონკრეტული გეგმა და პროექტები, რომელიც მთავრობას წარედგინება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ყველა იმ პიროვნების საკითხის მოგვარება, ვისაც პრობლემა შეექმნა.
აღნიშნული განცხადება გავრცელდა სტრატეგია “აღმშენებლის” ვებ-გვერდზე aghmashenebeli.win