spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე 9 აპრილის აქციაზე: "იქ იყვნენ ის...

კახა კალაძე 9 აპრილის აქციაზე: “იქ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ, რისი დამადასტურებელი კადრებიც არქივში არსებობს”

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 9 აპრილის მემორიალის ბლოკირება და მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა განახორციელა მარგინალურმა, რადიკალურმა დაჯგუფებამ, რომლის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებისას აღნიშნულ მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ კიდეც.

ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის. ესენი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, ვინც გამოირჩევიან აგრესიით, არიან გამარგინალებული. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რომ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა, მისულიყვნენ 9 აპრილის მემორიალთან და პატივი მიეგოთ დაღუპულთათვის.

სხვათა შორის, იქ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ. არსებობს ამ ფაქტის ამსახველი კადრები არქივში, მოიძიეთ და ნახავთ. ამ ადამიანებს არაფერი აინტერესებთ, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ისინი მხოლოდ ასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებას.

ყველა ვხედავთ, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, ხოლო რადიკალებსა და მარგინალებს ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში საბჭოთა არმია მოხსენებული როგორც უცხოური ძალა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საბჭოთა არმია იყო უცხო ძალა, რომელმაც საქართველოს უბედურება დაატეხა თავს.

ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს 36 წლის წინ, უცხოური ძალის მიერ იყო მოწყობილი. აბა ვინ იყო საბჭოთა არმია, თუ არა უცხოური ძალა? საბჭოთა არმია როგორ იქნებოდა ქართული? ის, რაც მოხდა, იყო უმძიმესი, მივიღეთ კატასტროფული ვითარება, დაიღუპა უამრავი ადამიანი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უცხოურ ძალას საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის ჰქონდა თავისი ინტერესები.

არ იფიქროთ, რომ საქართველოში ქართველის გასაკეთებელს ევროპელი, ან ამერიკელი გააკეთებს. ბევრი რამ კეთილი საქმეებით იფუთებოდა, მაგრამ ამის უკან იყო სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, რაც ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოაშკარავდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...