ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქოციანობის დასრულება საქართველოს ხელახალი გათავისუფლების, დამოუკიდებლობის აღდგენის ხელახალი...

“ქოციანობის დასრულება საქართველოს ხელახალი გათავისუფლების, დამოუკიდებლობის აღდგენის ხელახალი დეკლარაციის ტოლფასი იქნება” – ზაზა ბიბილაშვილი

“ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებლის ზაზა ბიბილაშვილის ემოციური შეფასებები:

ქოციანობის დასრულება უბრალოდ ხელისუფლების ცვლილება არ იქნება. ეს იქნება რუსეთისგან საქართველოს მესამედ – და საბოლოოდ – გათავისუფლება. ეს იქნება ახალი პოლიტიკური წელთაღრიცხვის დასაწყისი.

როცა ქოციანობა დასრულდება, ყველაფერი ნულიდან – არა, ნულიდანაც არა, მინუსიდან – უნდა დავიწყოთ. რადგან ყველაფერი, რაც რუსის ქოცმა 13 წლის მანძილზე “შექმნა” (სინამდვილეში – მოისაქმა), გამოუსადეგარია თავისუფალი, თავმოყვარე საქართველოსთვის…

შეუძლებელია, პრეზიდენტების ფოტოთა რიგში ზვიად გამსახურდიას ფოტოც ეკიდოს და მიხეილ ყ-სიც. შეუძლებელია, ირაკლი კობახიძის ფოტო საერთოდ სადმე ეკიდოს, ოკუპაციის მუზეუმის გარდა.

1989 წელსაც და დღესაც ერთი “უცხოური ძალა” ებრძვის საქართველოს და ეს “უცხოური ძალა” რუსეთია, მის მიერ გამოზრდილი ქოცგრიზუნებით. ქოცი ის გენერალი როდიონოვია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს გვკლავდა. ქოცი ის გენერალი ლებედია, რომელსაც ბორის ივანაშვილი აფინანსებდა. ქოცი ის გავრილოვია, რომელიც კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვა…

ამდენად, ქოციანობის დასრულება საქართველოს ხელახალი გათავისუფლების, დამოუკიდებლობის აღდგენის ხელახალი დეკლარაციის ტოლფასი იქნება. ხოდა, მოდით, ყველა ქართველის ამ პატრიოტულ გულისნადებს, ყველა ქართველის ამ წმინდა ნატვრას, ყველა ქართველის ამ დიდი, ნათელი მიზნის ასრულებას გაუმარჯოს!” – წერს ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უცვლელია არჩევნების შესახებ “წინააღმდეგობის პლატფორმის” ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "წინააღმდეგობის პლატფორმის" პოზიციას ახმოვანებს,...

“ჩვენ სიჩუმეშიც ქარის გვეშინია. ამიტომაც გვიჭირს ბედნიერება. ამიტომაც არის უცხო სიხარული” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ცოტა ხნით ქოცებმაც იგრძნონ საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს რეჟიმთან დაპირისპირება” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "FARA"-ს ამოქმედების შემდეგ ანტიკორუფციული ბიუროსთვის კანონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...