spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტები"მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას..." -...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები…:

დათუნა სარალიძის განცდები

სკოლაში წასვლით სიცოხცლიდან-სიკვდილისკენ ნაბიჯი გადავდგი.
პირველი დარტყმა იმდენად მწარე იყო, რომ ტკივილისგან ვერც ვიყვირე და მოწყვეტით დავეცი.
შემდეგ ტკივილმა სულამდე მიაღწია და დანარჩენ დარტყმებს ვეღარ ვგრძნობდი.
მხოლოდ მიწიდან ვუყურებდი უკანასკნელ კადრებს და ვნატრობდი სახლს.
ხმები ნაკლებად მესმოდა და გამოსახულება ნელ-ნელა პატარავდებოდა.
შემდეგ კი ყველაფერი გაშავდა.
დავიკარგე, მოვხვდი იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ. ვიყავი სულ მარტო, ჩემ ჭრილობებთან ერთად.

რაც აქ ვარ,ყოველდღე მახსენდება დედასთან გამოსამშვიდობებელი ჩახუტება,
ჩემი დის უკანასკნელი შეხება სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე და მამას საბოლოო დარიგება.
როცა ვცდილობ მათი ალერსი, სხეულზე, წარმოსახვით მაინც ვიგრძნო, ჭრილობებზე შეხებისგან გამოწვეული ტკივილი მამწარებს და მკვდრის ოცნებებსაც მართმევს, მსგავსად იმისა, როგორც სიცოცხლე მიქციეთ ოცნებად…
ნეტავ არ ვყოფილიყავი ძლიერი,არ წავიდოდი დასახმარებლად და აღარ ვიქცეოდი მსხვერპლად.

თქვენ მომკალით და აქაც არ მასვენებთ. მაყურებინებთ მამაჩემის ცრემლებს და ამ დროს, 12 ჭრილობაზე მეტ ტკივილს მაგრძნობინებთ.

აქ ცივა, მარტო ვარ, ვერავის ვეხები და ვერავინ მშველის. მინდა ხმა გაგაგონოთ, მაგრამ არავის ესმის ჩემი, თუმცა თქვენ ხომ ჩემი ხმა, სულის კივილი, მიწის მოყრით დაფარეთ.

ახლა კი, ყველა დანაშაულს მე მაწერთ, რადგან ჩემ ხმას ვეღარასდროს გაიგონებთ, ვეღარ შეგეეწინააღმდეგებით და საზოგადოებას ჩემ სულსაც, სხეულივით მიავიწყებინებთ.

მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას“, – წერს ზაზა სარალიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...