პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რათა ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ...

ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რათა ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომ შეძლოს საქმიანობის გაგრძელება – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიზისულ პერიოდში სახელმწიფო მხარს დაუჭერს ბიზნესს, რომ მან შეძლოს საქმის გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლებენ და ხელშეწყობა იქნება ასევე ახალი სესხების აღების შემთხვევაში:

2 მილიარდი ლარის ფარგლებში, აღნიშნული პაკეტი გულისხმობს, არსებულ კრიზისულ პერიოდში, ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერას. პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილების და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნება, მეორე ნაწილი კი ემსახურება მოქალაქეთა დახმარებას, ამ რთულ პერიოდში.

ჩვენი ვალდებულებაა, ასევე, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება და ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სფეროსთან, რათა მათზე ორიენტირებული და მიზნობრივი მექანიზმები შევთავაზოთ.

ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა, რომელზეც კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რათა შემუშავდეს კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორის გამოწვევებს პასუხობს. საგარანტიო მექანიზმი მთლიანობაში არის ორიენტირებული ასევე 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის და შესაბამისად, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში, მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული, რომ კომპანიები შეძლებენ თავიანთი სესხების მომსახურებას,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...