spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის...

“როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს დაზიანებული ჯებირის ჩამოშლასთან დაკავშირებით:

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას.

ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე, თბილისის მერიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, შესაბამისი განცხადებით საზოგადოებას ვაცნობეთ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების შესახებ. გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის.

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია.

ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო.

დამატებით ინფორმაციას ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...