spot_img
მთავარიარჩევნები"არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება - საპარლამენტო არჩევნები...

“არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება – საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გაწერილი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არანაირი სხვა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციითაა გაწერილი.

არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი რაიონი, ქალაქი და სოფელი – უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ; როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაქვს და მათი მოგვარება საჭიროა. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გაწერილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვს.

ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების, არც საკრებულოების დონეზე და არც მერების არჩევნებში. ნულის ტოლია მათი შანსები და ეს ძალიან კარგად იციან, იმიტომ, რომ როდესაც ხარ ქვეყნის მტერი, აგენტი, რა თქმა უნდა, ვერანაირი შესაძლებლობა ვერ გექნება პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიო.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ისე თვითმმართველობის დონეზე, ყველა მოღალატეს და აგენტურის წარმომადგენელს შესაბამის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს, კახა კალაძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან.

ეს დამოკიდებულია გარედან, რას ეტყვიან თავიანთი პატრონები მათ. დაიმახსოვრეთ ამ ადამიანების განცხადებები – თუ შეიცვლება მათი პატრონების მიდგომა და ჩათვლიან საჭიროდ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გამოვლენ და იტყვიან საპირისპიროს, რომ მონაწილეობენ არჩევნებში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...