spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი...

გიორგი ვაშაძე: “გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”

ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და გამოსავალს კონკრეტულ ნაბიჯებში ხედავს:

დღეს საქართველოს სჭირდება გამოსავალი, რომელიც გააერთიანებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას.

პირველი ნაბიჯი – ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კოალიციური მთავრობა. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.

მეორე აუცილებელი ნაბიჯი – ევროკავშირთან და აშშ-სთან სასწრაფოდ ურთიერთობის აღდგენა და მჭიდრო თანამშრომლობა.

მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით შეძლებს საქართველო აღიდგინოს თავისი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღოს ის მეტი უსაფრთხოება და დაცულობა, რაც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ჩვენი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო და დაუცველად. საკმარისია, შევცვალოთ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმი, დაჩქარებული წესით დაიწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეს მისცემს მეტ პერსპექტივას, მეტ შემოსავალს და მეტ დაცულობას.

მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო – ეს არის მიზანმიმართული ღალატი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...