კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს გისოსებიც პირობითია, რადგან სინდისის პატიმრების თავისუფლების ხარისხი...

“ეს გისოსებიც პირობითია, რადგან სინდისის პატიმრების თავისუფლების ხარისხი ბევრ ფიზიკურად თავისუფალი ადამიანის თავისუფლებაზე მაღალია” – თეონა ჭალიძე

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ორი შვილის დედა, თეონა ჭალიძე:

რთულია იმის წარმოდგენა რასაც ყოველდღიურად განიცდიან პოლიტპატიმრების დედები, მამები, დედობილები, მეუღლეები, შვილები, დები, ძმები, ბებიები თუ ბაბუები, ანდა შეყვარებულები.

ალბათ სიტყვებით რთულია გადმოსცე ის რისი გადატანაც გიწევთ ამ უსამართლობის გამო. თუმცა თქვენ დგახართ მედგრად, რადგან გისოსებს მიღმა მყოფი, საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების საყრდენები ხართ.

ეს გისოსებიც პირობითია, რადგან სინდისის პატიმრების თავისუფლების ხარისხი ბევრ ფიზიკურად თავისუფალი ადამიანის თავისუფლებაზე მაღალია.

ფაქტია თქვენი ერთობა, თქვენი ძალისხმევა, თქვენი სიტყვები, თქვენი მოთმინება და თქვენი დუმილიც კი ხან დიდად მრავლისმთქმელია და სხვისთვისაც მაგალითის მიმცემი, დამმუხტავი, გამაძლიერებელი ანდა გამომაფხიზლებელია.

თქვენ პროტესტის მნიშვნელოვანი ღერძი ხართ, განა მარტო, არამედ გულშემატკივრების არმიით და მხარდაჭერით სავსეები. თქვენს გვერდითაა ყველა ვინც თავისუფლებას არ თმობს და თქვენთან ერთად სუნთქავს.

ჩვენ ერთად ვიბრძვით სისტემური უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც გვჭამს. არ გავჩუმდებით და არ შევეგუებით.

ამიტომ მჯერა 2025 წლის 9 აპრილის აქცია გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე საკვანძო თარიღი იქნება და ბრძოლა დასრულდება თქვენი, ჩვენი, ყველას გამარჯვებით. რადგან როგორც თქვით ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია!

პატივისცემით,
თეონა ჭალიძე – ორი შვილის დედა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

“ისევ აღშფოთებულია, მართმადიანი სალომე ზურაბიშვილი” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...