შაბათი, ივნისი 28, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვადედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის...

დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ადგილი: პეკინის გამზირი და კოსტავას ქუჩა, ასევე, ვარკეთილში მეტროს ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად. პროცესში ჩართულია „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც. პრევენციული ღონისძიებები კორონავისუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით დამუშავდა კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩები, ასევე, ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.

გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...