კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: “ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია”

გიორგი ვაშაძე: “ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და მმართველ პარტიას კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს:

ივანიშვილის მმართველობის შედეგი – მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ და ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება.

ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია.

ევროპასა და ამერიკას მტრად აცხადებს – სანაცვლოდ კი არცერთი მოკავშირე არ ჰყავს, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავს.

ივანიშვილი წლებია მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურას. მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველო ზუსტად ისაა, რაც მტერს სურს – მარტო, დაუცველი და ადვილად დასაპყრობი.

ამ ვითარებაში „ოცნების“ დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის.

დავსვათ მარტივი კითხვა:

როდის იყო საქართველო უფრო დაცული – როცა ჩვენს გვერდით გვედგა აშშ, ევროკავშირი და მათი ძლიერი ეკონომიკა თუ ახლა, როცა მარტონი დავრჩით მტრის პირისპირ?

ივანიშვილის რეჟიმის ყოველი დღე ზრდის საფრთხეს. რაც უფრო დიდხანს რჩებიან, მით უფრო მძიმე იქნება შედეგი!

მოეშვით ყალბ პროპაგანდას „მშვიდობაზე“ – მშვიდობა არ მოდის საუბრით, ავტოკრატიით და გაძარცული ქვეყნით.

მშვიდობა და დაცულობა მოდის მხოლოდ:

ძლიერი მოკავშირეებით, სანდო პარტნიორებით, ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობით და განვითარებული ეკონომიკით”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...