ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ფიგურების გადაადგილებიდან, რაც ივანიშვილის პირობებში კომიკურ და...

“ამ ფიგურების გადაადგილებიდან, რაც ივანიშვილის პირობებში კომიკურ და დამცინავ ხასიათს ატარებს, ორი რამ არის ცხადი” – გიგი უგულავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გიგი უგულავას პოლიტიკური შეფასებები და განმარტებები “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით:

ამ ფიგურების გადაადგილებიდან, რაც ივანიშვილის პირობებში კომიკურ და დამცინავ ხასიათს ატარებს, ორი რამ არის ცხადი.

პირველი, რომ კობახიძეს ივანიშვილმა (ანუ ერთმა ფსიქოპატმა მეორეს) გადასცა დაუბალანსებლად დიდი ძალაუფლება. აქ სახიფათო ის ამბავია, რომ გიჟებს თუნდაც ჟანგიანი მუხრუჭი აღარ ექნებათ. ეს აბსოლუტურ გიჟურ სისასტიკემდე მიგვიყვანს, მონაგონს, ვიდრე აქამდე იყო. ასეთ რეჟიმს ფერიცვალება აღარ შეუძლია. ის შეუქცევადი და აბსოლუტური ბოროტება გახდება. ამისთვის უნდა განვეწყოთ.

სამაგიეროდ, დადებითი მხარეა, რომ რაც უფრო მკაცრი და გიჟურია რეჟიმი, მით სწრაფად ჩაბარდება პატრონს.

კარგი ამბავია ისიცაა, რომ მათი რიგები შეთხელდა და რაც მთავარია ეს ქრონიკული ცვლილებები დაბნეულობას და ქაოსს მოუტანს რეჟიმს. განსაკუთრებით ძალოვნებში. ვინც მიდის ან გვერდით იწევა, ის ამათიანი აღარ იქნება კრიტიკულ მომენტში.

ასე რომ, ეს “სამთავრობო ცვლილებები” ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლას მოასწავებს. დღეს ისინი უფრო სუსტები არიან, ვიდრე გუშინ იყვნენ. ეს ამ
ოთხი თვის მანძილზე თავგანწირული ხალხის უთანასწორო ბრძოლის შედეგია.

ეს შუალედური წარმატება და გამარჯვების უტყუარი დასტურია.

8 აპრილი 22:00 პარლამენტის წინ
14 აპრილი 19:00 უნივერსიტეტი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...