spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შანტაჟის ნაწილია, რათა საქართველო ხელში ჩაიგდონ და თავისი...

“შანტაჟის ნაწილია, რათა საქართველო ხელში ჩაიგდონ და თავისი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ” – კახა კალაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. დღესაც გრძელდება მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება და მბრძანებლური ტონი. ესაც იმ შანტაჟის ნაწილია“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების – ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბრიტანული მხარის განცხადება, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ისინი კორუფციაში არიან ან იყვნენ ჩართულნი“, არის სიყალბე და იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში იყენებენ.

ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების ბრახა-ბრუხია. რა გონივრული ეჭვი?! სიყალბეა. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში, რაც ჩვენთან მიმართებაში ხდება.

იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. დღესაც გრძელდება მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება და მბრძანებლური ტონი. შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია, რომ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები დაასანქცირონ. სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ და გამოიყენონ თავისი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ სწორედ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია.

ძალიან რთული იყო, მარტივი პროცესი არ ყოფილა, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს, მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიყალბეზე, ტყუილზე. რეალობა რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე მათი განცხადებებია. სამწუხაროა, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია…” – ელენე ხოშტარია

მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს საპატიმროდან ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისა"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...