ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასაკურა - დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპონიის...

საკურა – დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპონიის ეროვნული ყვავილია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი – 🍒 საკურაზე მოგიყვებათ 🔍

☑️ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყოველწლიურად ამდიდრებს საკურას კოლექციას. დღეისათვის ბაღში წარმოდგენილია საკურას 3 სახეობა და 6 კულტივარი. 2025 წელს კოლექციას შეემატა 13 ნერგი და ბაღის ტერიტორიაზე საკურას 100-ზე მეტ ნერგს შეხვდებით

🌸 როგორც წესი, საკურას ყვავილობა დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ გადაყვავილდება და ხე ისხამს ნაყოფს.

🇯🇵 საკურა დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპონიის ეროვნული ყვავილია, მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

🪅 ჰანამი – იაპონური დღესასწაულია, რომლის დროსაც აღნიშნავენ იაპონური ალუბლის – საკურას ყვავილობას.

☑️ საკურა არის მცენარე, რომელსაც აქვს მრავალი მახასიათებელი, როგორიცაა ხის ფორმა, ყვავილობის ეტაპი, ყვავილების რაოდენობა, ფორმა, ზომა და შეფერილობა. ისტორიულად სხვადასხვა ველური სახეობის შეჯვარებით გამოყვანილია საკურას მრავალი ჯიში, კულტივარი, რასაც შემდგომ დეკორატიულ გაფორმებაში იყენებენ.

⚪️ საკურას ყველაზე გავრცელებული ჯიშია სომეი-იოშინოს ალუბლის ხე. ეს ხე იაპონიის ალუბლის ხეების 80%-ს შეადგენს, მისი ფურცლები ძირითადად თეთრია ვარდისფერი ელფერით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...