spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში 70 წლის ქალბატონს და...

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში 70 წლის ქალბატონს და მის შვილს, რუსთავის საკრებულოს წევრს დაუდასტურდა

ქალაქ რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 70 წლის ქალბატონს დაუდასტურდა. დაინფიცირებული ეროვნული ბანკის თანამშრომელია, ხოლო მისი შვილი, რომელსაც აგრეთვე დაუდგინდა “კოვიდ 19”, საკრებულოს დეპუტატია.

როგორც ცნობილი გახდა, საკრებულოს წევრს აღენიშნებოდა “Covid 19”-სათვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ დროისათვის საკრებულოს დანარჩენი წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. აღნიშნულ თემაზე კომენტარები გააკეთეს რუსთავის მერმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირადად მე მასთან კონტაქტი და შეხება არ მქონია. ჩვენ, კონსულტაციების საფუძველზე, გუშინ დაახლოებით 11:00-ის ნახევრიდან დავიწყეთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა. ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი – ამ თარიღებზეა საუბარი.

ინდენტიფიცირებული ადამიანები გაფრთხილებულები არიან და ამ დროისათვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ჩვენ ველოდებით იმ ანალიზის პასუხს, ამ პიროვნების ვისზეც ახლა ვსაუბრობთ. შიდა მონიტორინგი აკეთებს მოკვლევას. დაახლოებით 45 კონტაქტია დადგენილი. კონკრეტულად მასთან ერთად ვინც ახორციელებდა მოხალისეობრივ საქმიანობას ისინი გუშინვე გაფრთხილებულები იყვნენ და დილიდან თვითიზოლაციაში არიან. ეს არის დამატებითი პრევენცია.

დილიდან დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოები და დასრულებულია, მონიტორინგი ხდება, სათვალთვალო კამერებიდან იღებენ მონაცემებს. თუ ვისთან რამდენი წუთით ჰქონდა ამ პიროვნებას კონტაქტი. ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ რა მიზნებით და რა საშუალებით მოხდება შემდგომი პროცედურებით ქალაქის გაკონტროლება,“ – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ასევე პაატა იმნაძემაც, მისი თქმით კორონავირუსით დაინფიცირებული რუსთავის მოქალაქის კონტაქტები დადგენილია და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

რუსთავის წყარო დადგენილია და უკავშირდება ისევ და ისევ ბანკის საცავის თანამშრომლებს, ოღონდ ბანკის საცავის თანამშრომლები ყველა იმყოფებოდა იმ რეჟიმზე, რომელიც გვაქვს მიწოდებული დაწესებულებისათვის. ფაქტიურად ისინი იყვნენ ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანილი. ეს არის ერთი კლასტერი და ამ კლასტერთან დაკავშირებული ყველა კონტაქტი დადგენილია, ყველა ღონისძიება ტარდება,’’ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რუსთავში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 50 წლამდე ქალბატონს დაუდასტურდა, რომელიც გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი და იქ გადის მკურნალობას.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...