ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სიმართლე, რომელიც უნდა ვთქვა!" - ხათუნა ხოფერია

“სიმართლე, რომელიც უნდა ვთქვა!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დიდ დამსახურებაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ დღეს თუ ქვეყანაში წარმატებულად მიმდინარეობს პროცესები, ზუსტადაც მისი დამსახურებაა:

კუმ ფეხი გამოყო, პენალტი დამარტყმევინეთო!”… ასეა ზოგიერთების საქმე…
ზოგი ინფექციონისტი გახდა, ზოგი ფულად-საკრედიტო ექსპერტი, ზოგი ტესტოლოგი, ზოგი კრიზისების მართვის ასი და ა. შ. …
და ამ მარაზმს ფონად ახლავს ბიძინა სად არის?… ბიძინა რას აკეთებს?… ბიძინა… ბიძინა…
ამიტომ, გეტყვით სიმართლეს!

1. ვინმე ფიქრობს, რომ ის ადამიანები, ვინც რეალურ საქმეს აკეთებენ, ხალხის ნდობას და სიყვარულს იმსახურებენ, არ არიან ასოცირებული მართველ პარტიასთან და მის თავმჯდომარესთან? ანუ, ბიძინასთან?

2. ფიქრობთ, რომ საზოგადოებამ არ იცის და ვერ ხვდება, რამხელა დამსახურებაა ივანიშვილის მიმდინარე წარმატებულ პროცესებში?!

3. ფულზე არ ვაპირებ საუბარს! ახლა, მმართველი პარტიის თავჯდომარეზე ვსაუბრობ! (ისე, თუ გავხსნით ამ თემას, სხვა პარტიების თავჯდომარეებიც არ დავივიწყოთ. ოჯახს რაც შეეხება, ბერუკამ ჩაწერა თავისი სახელი და გვარი ძნელბედობის ისტორიაში. დანარჩენს დრო გვანახებს).

4. მთავარი ისაა, რომ ნომერ პირველმა პოლიტიკოსმა – ოცნების თავმჯდომარემ, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მიიღო და დაადასტურა ყველა სწორი გადაწყვეტილება კრიზისის მართვის მიმართულებით!
ა. პროფესიონალები წინა ხაზზე.
ბ. სრული ნდობა და მხარდაჭერა სტრატეგიულ გეგმას.
გ. არანაირი პოლიტიკა!
დ. არანაირი მცდელობა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების.
ე. პოლიტიკოსები კულუარებში! მათ შორის, თავად მისცა იმის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს დუმილით და თავშეკავებით.

ჰო და, ახლა მაინტერსებს, რა არ მოგწონთ?..
რა გინდათ? ისევ დებატები, ისევ ქულების ჩაწერა და ისევ ხალხის გაღიზიანება?…
იმ ხალხის, რომელიც დღეს გამყრელიძეცაა, ეზუგბაიაც, გახარიაც და ის დაავადებული ექიმიც, რომელიც ფსიქიური აშლილობის მქონე პაციენტის სიცოცხლეს თავისი სიცოცხლით შეეხიდა!

კარგად გამიგეთ! არ გინდათ სიტუაციის არევა…
უბრალოდ, გაყუჩდით!
ვერ ირტყმევინება კუ კაცურად პენალტს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...