spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალური მოძრაობა არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად...

“ნაციონალური მოძრაობა არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად” – თინა ბოკუჩავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილის ფორმატთან დაკავშირებით საუბრობს:

ნაციონალური მოძრაობა არ ემიჯნება არც ერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, რაოდენ დაბალი არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით.

ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე როგორიცაა 2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც, შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით.

ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს. მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია”, – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გასაკუთრებით პოზიტიურ,...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...