ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

2019 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან მიმართებაში საკმაოდ დამაფიქრებელია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა. მართალია გაიზარდა ქორწინებების რაოდენობა, თუმცაღა ასევე იმატა განქორწინებების შემთხვევებმაც:

2019 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 48 296 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.6 პროცენტით.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით გაიზარდა დაოჯახებების რაოდენობა. კერძოდ, 2019 წელს რეგისტრირებულია 23 285 ქორწინების შემთხვევა, რაც 0.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს.

სამწუხაროდ გაიზარდა განქორწინებების რაოდენობამაც. 2019 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 11 205 ერთეულით განისაზღვრა, რაც 8.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ განქორწინებების მაჩვენებელი მხოლოდ 2 რეგიონში – მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში მაჩვენებლები შემცირდა. განქორწინების მატების მაჩვენებლით კი ლიდერობს სამეგრელო – გაიზარდა 25.58%-ით და იმერეთი – ზრდა 21.28%-ით.

ასევე ცუდი მაჩვენებლებია გარდაცვალების მხრივ. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.29%-ით გაიზარდა და წლის განმავლობაში 46 659 ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ.თბილისში (12 549), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (686).

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული