spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სადაა ჩვენში ან ქრისტიანული გულმოწყალება, ან თუნდაც პატივისცემა...

“სადაა ჩვენში ან ქრისტიანული გულმოწყალება, ან თუნდაც პატივისცემა სამართლისადმი?” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია საუბრობს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში არსებულ პრობლემაზე:

,,ვფიქრობ, რომ საკითხი ერთობის შესახებ არის შეუცვლელი და აქ ზედმეტია მსჯელობა იმის შესახებ, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი საოკუპაციო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა ეს საკითხი თითქმის მიუღწეველია და არცერთ დროს, არცერთ ქვეყანაში არასოდეს არ მომხდარა და არც ხდება. დიდი ქვეყნების ისტორიაში ასეა. ჩვენც არ გვქონია ეს ფუფუნება და ახლაც ასე ჩანს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც არ ყოფილიყო ემპათია ადამიანების გაჭირვების დროს!

ასევე, როდესაც ევროპაზეა საუბარი, ალბათ, ვინც აქ ჩემთან ამ წერილებს კითხულობს დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა მისთვისაც დგას ანტიკურობაზე, ქრისტიანობასა და რომის სამართალზე და ჩვენ მაინც რა დაგვემართა, როდესაც ევროპა გვინდა სამართალი გვავიწყდება მაინცდამაინც.

თუ რომის სამართალს არ ცნობთ და მის მნიშვნელობა არ გვესმის, ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ხომ ვიცნობთ? და ყველა თქვენს გამოსვლაში არის დეკლარირებული, რომ ევროპა გვინდა მისი სამართლისა და დემოკრატიისათვის. და რა ღმერთი გვიწყრება, სადაა ჩვენში ან ქრისტიანული გულმოწყალება, ან თუნდაც პატივისცემა სამართლისადმი?!

ეს წერილი განსაკუთრებით, იმ წარმატებულ პოლიტიკოსებს და მასთან დაახლოებულ ნომენკლატურას, თუ პრიველიგენციას ეხება, რომლებიც ყოველთვის დგანან პირადი კეთილდღეობის და სამსახურობრივი კარიერის სადარაჯოზე, რომელთაც სამარცხვინოდ გააპროტესტეს გუშინდელ დემონსტრაციაზე პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერის გამოფენა!!!

შორს ვართ თავისუფლებისაგან. ჯერ თვითონ უნდა გავთავისუფლდეთ საკუთარი კარიერისტული ვნებებისაგან და როდესაც სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ საკუთარ თვალში დირე დავინახოთ!!!

არც არაფერი მიკვირს, რადგანაც ძალიან ცოტა ადამინმა იცის, როგორი იყო დიდი უმრავლესობა პრიველეგირებული ადამიანების რეაქცია ილია ჭავჭავაძის და ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული ხვედრის დროს!!

განვიწმინდოთ სულები თავისუფლებისათვის!
უკვე ვერავის მოატყუებთ თქვენი ტიტულებით და კარიერისტული წარსულით!

თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
დიდება გმირებს!
დიდება საქართველოს!
ანწუხელიძე უკვდავია!

სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!
საქართველო გაიმარჯვებს!!!“, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...