ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა...

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა მარტო საქართველოში” – მანანა ანდღულაძე

მოძრაობა ,,სამოქალაქო საზოგადოება – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დიდი როლის შესახებ ქვეყნის წარმატებებში:

,,დღეს რაც ხდება ე.წ. კომისიასთან დაკავშირებით, რაც შექმნა ,,ქართულმა ოცნებამ” – პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და შესაბამისად, ეს არალეგიტიმური კომისიაც ვერანაირი შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ეს არის ღიად გაცხადებული ქვეყნის ღალატი და რა თქმა უნდა, პუტინთან არის შეთანხმებული. შესაბამისად, ეს რეპუტაციულად და ისედაც საქართველოს დააზარალებს.

ამ კომისიის ძირითადი მიზანია ოპოზიციონერების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ახალგაზრდების დაშინება, მაგრამ უმთავრესად, რაც ხდება, ეს ყველაფერი უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმიტომ, რომ ეს კრემლის დავალებაა და ,,ქართული ოცნება” ასრულებს იდეალურად ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა ასეა, კი ნამდვილად ესეა – ეს არის რუსული დაკვეთა.

მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა მარტო საქართველოში. კონკრეტულად კი, საქართველოში მან რეალურად 2003 წლიდან 2012 წლამდე ქვეყანა, მინიმუმ რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, გაიყვანა ევროპულ და ამერიკულ ორბიტაზე. აქ რომ რეფორმები ჩაატარა ეს კიდევ ცალკე ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად საერთაშორისო მიმართულებას გამოვყოფ – იყო აბსოლუტურად სწორი კურსი და რაც მთავარია ძალიან მიზანმიმართული, რასაც ,,ქართულმა ოცნებამ”, ძირი გამოუთხარა, სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოების თუ ე.წ. ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად“, – განაცხადა მანანა ანდღულაძემ.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართ, თუ ხვდებით და გკიდიათ, მოგიტ&ანთ რაშისტული...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ელენე ხოშტარიას დაკავებას, შემდეგ შს სამინისტროს...

კახა კალაძე: “დიფ სთეითი” არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ...

“ნუ დაუჯერებთ მათ ვინც სანქციებით გამოწვეული აპოკალიფსისით გაშინებთ” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სავარაუდო სანქციებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

“ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს რუსეთისთვის გადაფორმების პროცესი” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ექიმია ქალი, პაციენტს უჩივის, ჰიპოკრატეს ფიცი არც ახსოვს ამ “იმედის” კუკლას🙈” – ელისო კილაძე

კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ "ბათუმელ მედროშეს", თემურ ქათამაძეს,...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...