პარასკევი, ივნისი 6, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა...

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა მარტო საქართველოში” – მანანა ანდღულაძე

მოძრაობა ,,სამოქალაქო საზოგადოება – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დიდი როლის შესახებ ქვეყნის წარმატებებში:

,,დღეს რაც ხდება ე.წ. კომისიასთან დაკავშირებით, რაც შექმნა ,,ქართულმა ოცნებამ” – პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და შესაბამისად, ეს არალეგიტიმური კომისიაც ვერანაირი შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ეს არის ღიად გაცხადებული ქვეყნის ღალატი და რა თქმა უნდა, პუტინთან არის შეთანხმებული. შესაბამისად, ეს რეპუტაციულად და ისედაც საქართველოს დააზარალებს.

ამ კომისიის ძირითადი მიზანია ოპოზიციონერების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ახალგაზრდების დაშინება, მაგრამ უმთავრესად, რაც ხდება, ეს ყველაფერი უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმიტომ, რომ ეს კრემლის დავალებაა და ,,ქართული ოცნება” ასრულებს იდეალურად ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა ასეა, კი ნამდვილად ესეა – ეს არის რუსული დაკვეთა.

მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა მარტო საქართველოში. კონკრეტულად კი, საქართველოში მან რეალურად 2003 წლიდან 2012 წლამდე ქვეყანა, მინიმუმ რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, გაიყვანა ევროპულ და ამერიკულ ორბიტაზე. აქ რომ რეფორმები ჩაატარა ეს კიდევ ცალკე ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად საერთაშორისო მიმართულებას გამოვყოფ – იყო აბსოლუტურად სწორი კურსი და რაც მთავარია ძალიან მიზანმიმართული, რასაც ,,ქართულმა ოცნებამ”, ძირი გამოუთხარა, სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოების თუ ე.წ. ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად“, – განაცხადა მანანა ანდღულაძემ.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას ნიშნავს” – კახა კალაძე

თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული...

“ყულფი(მარყუჟი) კოლექტიური ნაცების კისერთან ვიწროვდება და ახლოვდება საბოლოო განკითხვის დღე” – ლალი მოროშკინა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...