spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელისულ 17 დარღვევა დაფიქსირდა, რაც ჩვენც გაგვიკვირდა, სტატისტიკურად...

სულ 17 დარღვევა დაფიქსირდა, რაც ჩვენც გაგვიკვირდა, სტატისტიკურად უფრო მეტს ველოდით – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში 350-მდე ადამიანი და 15-მდე საწარმო დაჯარიმდა.

„საქართველოს მასშტაბით იცით რეგიონის თითქმის ყველა მთავარი ქალაქის შესასვლელები და გასასვლელები კონტროლდება. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება ჩაკეტვა, როგორც მარნეულში და ბოლნისში მოხდა და თუ რომელიმე ქალაქის ჩაკეტვის რეკომენდაცია გაიცემა უსწრაფესად განხორციელდება ეს.

მოქალაქეები ემორჩილებიან შეზღუდვებს, უფრო მეტ დარღვევას ველოდებოდით, თუმცა გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა, 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა, მეტს ველოდებოდი სტატისტიკურად. მთლიანობაში სამწუხაროდ მოგვიწია 350-მდე ადამიანის დაჯარიმება,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა დაწვრილებითი ინფორმაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი სამართალდამრღვევების ფაქტების შესახებ.

”სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 21 საათიდან დილის 6 საათამდე დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დააჯარიმა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 5 პირი დააკავა.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე დააჯარიმა.

1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დააკავებული” – საქართველოს...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...