ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში...

“სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!” – მამუკა მდინარაძე

საგამოძიებო კომისიიასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე:

ძალიან მწარე სიმართლე!

ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში.

გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც:

1. დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს.
2. ⁠ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე.
3. ⁠ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც:
✔️აღიარეს ომის დაწყება!
✔️ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული!

შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ!

სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!

P.S. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ათობით ადამიანიდან ერთ-ერთმა, უსაზიზღრესი სიტყვებით, პირადი მიმოწერის დროს, დაიწყო შეურაცხყოფა და როგორც კი თქვა, რომ გოგო იყო (რისი წარმოდგენაც მის მიერ გამოყენებული სიტყვების გამო აქამდე შეუძლებელი მეგონა:), ბუნებრივია, აღარ გავაგრძელე იმ ფორმით პასუხის გაცემა…

საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი. ზოგადად, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს ნაცური პიარი…

კარგი იქნება ასეთმა ხალხმა გაათვიცნობიეროს, როგორი ფორმით, რაში და რისთვის იყენებენ ანწუხელიძეზე ომის დანაშაულის დამბრალებლი ანტიეროვნული ძალები!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა მდინარაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...