spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ...

“ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ მოასწრებენ” – რომან გოცირიძე საბანკო ბარათებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოლიტიკაზე

“ვიზა” და “მასტერქარდის” საბანკო ბარათებთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დაწყებულმა გარჩევებმა მოსახლეობის ფართო მასებში გადაინაცვლა და საკმაოდ საფუძვლიანი შიშები გააჩინა, რამეთუ აღნიშნულ საბანკო ბარათებზე წვდომისა და გამოყენების მსურველი საქართველოში საკმაოდ ბევრია და ეს პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო გადარიცხვებს/ტრანზაქციებს. მართალია ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ხსენებულ საბანკო ბარათებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არაა მოსალოდნელი, მაინც საყურადღებოა პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომისტ რომან გოცირიძის მოსაზრებები:

არა მგონია, რომ ეროვნული ბანკი საქნქციებისთვის ემზადება და ვიზისა და მასტერქარდის ჩასანაცლებლად თადარიგს იჭერდეს. თუ ქვეყანაში ვიზამ და მატერქარდმა მუშაობა შეაჩერა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისეთი სანქციები დაუწესდა, რომელიც ფინანსურ სისტემას გაანადგურებს. ბანკები შეწყვეტენ ანგარიშსწორებას და ეკონომიკა გაჩერდება.

მსგავსი ეჭვები აღძრა პარლამენტში საკომეტეტო მოსმენაზე დასმულმა ბრიყვულმა შეკითხვამ, რომ თურმე საანგარისწორებო ამ საერთაშორისო კომპანიებს ფული გააქვთ საქართველოდან. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ბანკები (საბოლოო ჯამში კლიენტები) ფულს უხდიან მათ მომსახურებისათვის. არავინ აძალებს მათ ამ ბარათების გამოყენებას და ბანკებს რომ შეეძლოთ მსგავსი ოპერაციების უფრო იაფად განხორციელება, მათ ამას ვერავინ დაასწრებდა.

დროთა განმავლობაში, მართლაც შეიძლება საბანკო ბარათებით ანგარისწორებას კონკურენტი გამოუჩნდეს (კრიპტოფული, ციფრული ვალუტა, სადაც ბარათის ნაცვლად ტელეფონები იქნება გამოყენებული და ა. შ. ), მაგრამ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.

სანქციებზეც რომ ფიქრობდნენ “ოცნებაში” და რაღაც ირანულ-რუსულ სქემებზე რომ მსჯელობდნენ, არც ეს უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ მოასწრებენ“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ძირს კლეპტოკრატიული დიქტატურა!”

"მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას პროტესტმა" - აცხადებს საქართველოს მე-3...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია…” – ელენე ხოშტარია

მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს საპატიმროდან ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისა"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...