სამშაბათი, აპრილი 1, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგები იწყება

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს იწყებს. პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის მიმართულებით ახალი გიდების გადამზადება და რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებაა. უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია. მსურველებმა რეგისტრაცია 7 აპრილამდე დეპარტამენტის სერვისის განვითარების გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/3/ უნდა გაიარონ. მასში მონაწილეობა გიდის პროფესიით დაინტერესებულ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც მინიმუმ ერთ უცხო ენასა (ბ2 დონე) და გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ფლობენ. ტრენინგის მონაწილეების შერჩევა  გასაუბრების შედეგად მოხდება. სამთვიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას მონაწილეები  20 აპრილიდან გაივლიან.

 

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. ტრენინგის განმავლობაში ისინი ისეთ საკითხებს შეისწავლიან, როგორებიცაა ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები. ისინი ასევე გაეცნობიან გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

 

დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის. გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმების, სასწავლო პროგრამისა და  ჩატარების პერიოდის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე   https://serviceajara.ge/Trainings/3/.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან” – ირაკლი ოქრუაშვილი

აშშ-ში 2 ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმორ ზელენსკის...