სამშაბათი, აპრილი 1, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიღაც ნაძირალა, ომის დროს ჰოსპიტლის უფროსი ქოიავა ჰყვება,...

“ვიღაც ნაძირალა, ომის დროს ჰოსპიტლის უფროსი ქოიავა ჰყვება, რომ თურმე მთელი “დანაშაული” პრეზიდენტის, მინისტრის და გენ. შტაბის უფროსის – “საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ჩამოსვლა” ყოფილა” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებებით ეხმაურება ,,ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის ომის დროს ჰოსპიტლის უფროსის ლაშა ქოიავას მიერ გაკეთებულ განცხადება-განმარტებებთან დაკავშირებით:

,,ვიღაც ნაძირალა, ომის დროს ჰოსპიტლის უფროსი, ქოიავა ჰყვება, რომ თურმე მთელი “დანაშაული” პრეზიდენტის, მინისტრის და გენ. შტაბის უფროსის – “საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ჩამოსვლა” ყოფილა. ისინი “კაბინეტებიდან უნდა ხელმძღვანელობდნენო საბრძოლო მოქმედებათა თეატრს“. თურმე “პრეზიდენტი გაიქცა” და ამან ჯარის დემორალიზაცია გამოიწვია, თუმცა მერე აღმოჩნდა რომ “არსად არ გაქცეულაო”, მაგრამ რომ გაიქცა გავიგეთ და რომ ტყუილი ყოფილა ვერაო, რადგან არც ინტერნეტი გვქონდა და არც ტელევიზორიო.

მე არ ვიცი მედიცინაში ეს კაცი რას წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ ამ ლაპარაკიდან სჩანს, რომ არის ჩვეულებრივი “პროპაგანდონი”. დანაშაული გახსნა – რატომ იყო ხელმძღვანელობა ჯართან ახლოს და მერე რატომ აღარ იყოო.

ასევე მოსთქვამს, ბარამიძემ ქართული ჯარი დაანგრია, ძველებს “ნაბრძოლ ხალხს უშვებდაო“. (თავად აფხაზეთში ნაბრძოლი გია ბარამიძე!) გაგახსენებთ, 2004 წელს რევოლუციის მერე აღლუმზე ჯარი სპორტული ფეხსაცმლით მარშირებდა, ქოცი კობალაძის და სხვა ასეთი ნაძირლების ხელმძღვანელობით ღირსეული აღჭურვის გამო. ხუთ წელიწადში ამ ჯარმა კი რუსის ურდო მოიგერია!

მეცინება ისტორიის გადაწერაზე, წულუკიანს ჰგონია, მისი კომისია “ბექა აღბუღას” წიგნივით ერთად ერთი წყარო იქნება ჩვენი ბრძოლის ისტორიის აღწერისას. მოკვდა ოფიციოზის ისტორიის ეპოქა და მასთან ერთად თქვენ მიჰყვებით მალე”, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მგონი ФСБ-ს გამომძიებელსაც კი შეშურდებოდა ეს მოღალატური დემაგოგია…” – გია ხუხაშვილი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით

შეკითხვებს, ჩაკითხვებსა და პოზიციის დაფიქსირებას თეა წულუკიანის მხრიდან, ერთგვარი...

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“გენერლები კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე” – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” განცხადებს ავრცელებს ზაზა გოგავასა და მამუკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან” – ირაკლი ოქრუაშვილი

აშშ-ში 2 ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმორ ზელენსკის...