ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მოგვეცით უფლება, ძალიან გთხოვთ, რომ შევხედოთ საყვარელ ადამიანებს"...

“მოგვეცით უფლება, ძალიან გთხოვთ, რომ შევხედოთ საყვარელ ადამიანებს” – ონისე ცხადაძე მოსამართლეს მიმართავს

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს თხოვნით მიმართა პროცესზე ახლობლების დასწრების შესახებ:

,,ჩვენ ქვემოთ, მოსაცდელ საკანში, ყველამ ჯგუფურად-ორგანიზებულად მოვილაპარაკეთ, რომ აქ ემოციური განცხადებების გაკეთებას აღარ ვაპირებთ. მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრებთ და შესაბამისად, ეს ემოციები, რაც წინაზე იყო, როდესაც თქვენ სასამართლო ნახევრად დახურეთ, აღარ იქნება. ამის პირობას გაძლევთ!

პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ჩვენს ახლობლებს ერთი ადამიანი ადგება და ეტყვის, რომ მსგავსი რაღაც არ განმეორდეს. უბრალოდ მოგვეცით უფლება, რომ ახლობლებს შევხედოთ. აქ ჩვენ გულწრფელად გეტყვით, სამართალს მართლა არ ვეძებთ. გვიხარია, რომ ვიღაც მოვა, ჩემი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი და დავინახავ, მაგისთვის ვარ აქ მოსული, პირველ რიგში და მაგის შემდეგ ყველაფერ დანარჩენს განვიხილავთ.

ამიტომ, მოგვეცით უფლება, ძალიან გთხოვთ, რომ შევხედოთ საყვარელ ადამიანებს“, – განაცხადა ონისე ცხადაძემ.

ცნობისთვის: მოსამართლემ ნება არ დართო, რომ სასამართლო დარბაზში ბრალდებულების ახლობლები შეეშვათ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანია” – პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლების...

“ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის”...

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის...

“სად გაიზარდნენ?! ვინ არიან?! მერე სუფრაზე დაჯდებიან და სადღეგრძელოზე ფეხზე წამოდგებიან, ქალების სადღეგრძელოს იტყვიან”...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ხელისუფალმა უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც მისი მიზანი ფული და ძალაუფლება იყო” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, კონკრეტული მინიშნებებით, მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე!...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის...