spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალზე ძალადობის, ჩაგვრის, დევნის, ერთ კლასიკურ გამოვლინებაზე მინდა...

“ქალზე ძალადობის, ჩაგვრის, დევნის, ერთ კლასიკურ გამოვლინებაზე მინდა გესაუბროთ საქართველოდან” – თათია ნიკოლაშვილის სიტყვა ევროპის საბჭოს სესიაზე

მზია ამაღლობელის დაჩაგვრით, უსამართლო დაპატიმრებით, რეჟიმმა შეტყობინება გაუგზავნა დანარჩენ ქალებს, რომ რეჟიმი მათ მიმართაც იქნება სასტიკი და დაუნდობელი, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს 48-ე სესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ერთიანობა
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში.

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები ევროპის საბჭოს სესიაზე სიტყვით წარდგნენ სადაც მათ ისაუბრეს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობაზე, და ყურადღება გაამახვილეს და ისაუბრეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაზე და რეჟიმის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე:

ქალზე ძალადობის, ჩაგვრის, დევნის, ერთ კლასიკურ გამოვლინებაზე მინდა გესაუბროთ საქართველოდან. ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკანონოდ დააკავა რეჟიმმა, მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მიზნები.

მზია ამაღლობელის დაჩაგვრით, უსამართლო დაპატიმრებით, მათ გაუგზავნეს შეტყობინება დანარჩენ ქალებს, რომ რეჟიმი მათ მიმართაც იქნება სასტიკი და დაუნდობელი, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ.

ის 38 დღე შიმშილობდა საპატიმროში. მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არ არსებობს დაზარალებული, თუ არ ჩავთვლით ფარატინა ფურცელს, რაზეც პოლიციელი წერს ტყუილს, რომ განიცადა ტკივილი. ამის პარალელურად კი – მთელი მსოფლიო ხედავს ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობის უამრავ ფაქტს საქართველოში ახლა, მათ შორის ქალებზე, საპირწონედ არც ერთი მოძალადე, არც ერთი მწამებელი არ არის არათუ დასჯილი, არც დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.

და ბოლოს, მინდა დავასრულო მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებით: „თუ ფიქრობთ, რომ ქალს ქვეყნის მართვა არ შეუძლია, მაშინ ძალიან ცოტა გესმით პოლიტიკის შესახებ“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სისუსტე და ნებელობის უქონლობა, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, არის სწორედ ის, რასაც ხალხი არასდროს პატიობს...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მინიშნებები: "სისუსტე და ნებელობის უქონლობა, განსაკუთრებით კრიტიკულ...

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...