შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმი ცდილობს პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და...

“რეჟიმი ცდილობს პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი” – გიორგი ვაშაძე

“ქართული ოცნების” ლიდერების მუქარანარევ გაფრთხილებებს, მმართველი პარტიის მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე გამოცხადებაზე უართან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

არალეგიტიმური და სრულ იზოლაციაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი მორიგ ფარსს დგამს ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი დაბარებით, რომელსაც სამი მიზანი აქვს:

1. თვითმარქვია პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი იძულებით დაბარება ხალხთან პარლამენტის აღიარებისა და ლეგიტიმაციის არგუმენტად გამოიყენოს;

2. არ გამოცხადება გამოიყენოს ჩვენზე რეპრესიებისთვის და შექმნას ჩვენი სისხლის სამართლებრივი წესით დევნის ცრუ საფუძვლები, რისთვისაც რა თქმა უნდა მზად ვართ;

3. საზოგადოების ყურადღება მისივე შექმნილი კრიზისიდან და რეალური პრობლემებიდან სხვა მხარეს გადაიტანოს.

შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში!

რეჟიმის მიერ თვითმარქვია პარლამენტში შექმნილი „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ საგამოძიებო კომისიას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, რადგან თავად პარლამენტი და ივანიშვილის რეჟიმი ხალხისა და ცივილიზებული ქვეყნების მიერ არალეგიტიმურად და უკანონოდ არის გამოცხადებული.

ივანიშვილს უნდა, თითქმის 20 წლის წინანდელ ამბებზე გვასაუბროს, როცა დღეს რუსთაველზე, მისივე ძალადობის შედეგად, ნაცემი და დაკავებულია ასობით უდანაშაულო მოქალაქე – ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

რეჟიმი იზოლირებული და სანქცირებულია!

მას არ აღიარებენ არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ახლა კი ცდილობს, პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი.

არ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა ტერორითა და რეპრესიებით ჩაახშოს პროტესტი და სამართალი!

საქართველო გაიმარჯვებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...