ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ...

“თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება შემდეგი…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განმარტებები, არგუმენტები

რა რეალობის წინაშე დადგება საზოგადოება, ქვეყანა, თუკი პროდასავლური პარტიები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განმარტებები, არგუმენტები:

“თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ადმინისტაციით და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით) და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება შემდეგი:

– მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია;

– მოხდება დეკემბრის დასაწყისში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ასობით ადამიანის წამების ლეგიტიმაცია;

– მოხდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით პოლიტიკური პატიმრისთვის მრავალწლიანი სასჯელის მისჯის ლეგიტიმაცია;

– მოხდება მედიის, პოლიტიკური საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის შემზღუდავი ყველა ბოლო რეგულაციის ლეგიტიმაცია;

– დაიწყება საგარეო პოლიტიკური იზოლაციის ჩამოშლა და სწრაფი ტემპით მოხდება რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაცია;

– დასრულდება რუსთაველის პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები.

აქვე, საწინააღმდეგო არგუმენტებზე:

ევროპელებისგან იქნება ზეწოლა და მაინც მოგვიწევს მონაწილეობა – ეს შარლ მიშელიდან გამოყოლილი “ტრავმაა”. არანაირი ზეწოლა არ იქნება. ევროსაბჭოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კონგრესმა უკვე თქვა რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს (ბევრი მიზეზის გამო). ასეც რომ არ იყოს, ჩენი ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია;

ახლა უკეთ მოვემაზდებით და ალაგ-ალაგ მაინც მოვუგებთ – რამდენ ადგილასაც არ უნდა მოუგო, ყველგან იმ რიცხვებს დაწერს რეჟიმი, რაც დასჭირდება. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს ფეხბურთის შიდა ტურნირზე, ისინი გვეთამაშებიან რაგბს, ყველა მსაჯი მათია, უეფა გვეუბნება ეგ ფეხბურთი არაა, ეგრე მსაჯობა არ მოსულა და ასე თუ ითამაშებთ, ჩვენს ტურნირებში ვერ მიიღებთ მონაწილეობასო. რეჟიმი ამბობს ესაა ფეხბურთი, ევროპაზე უკეთესად ვიცით ჩვენ რა არის ფეხბურთიო, და გვამტვრევს ძვლებში. ამ დროს საუბარი იმაზე რომ უკეთეს ტაქტიკას დაალაგებ და ისე მოუგებ, არასერიოზულია;

ვერ მოვიგებთ მაგრამ საკრებულოებში გავმაგრდებით და იქიდან დავიწყებთ რეჟიმის რღვევას – ნანახი გვაქვს როგორ გამაგრდა 2020-ის მოპარული არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში და რა შედეგი მოიტანა ამან – ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის ფასადის შექმნა, რამაც დრო მოაგებინა რეჟიმს და, შედეგად, დღეს გაცილებით ნაკლები თავისუფლება გვაქვს ვიდრე გვქონდა 4-5 წლის წინ;

თბილისი ხომ მოვუგეთ 26 ოქტომბერს, მერის არჩევნებს მოვიგებთ ახლაც და მერე… – არც თბილისს, არც რომელიმე სხვა მნიშვნელოვან წერტილს რეჟიმი არ დათმობს არავითარ შემთხვევაში. “სლაბინას არ მისცემს”. ასეთია მისი ბუნება. რაც დასჭირდება იმას დაწერს. საარჩევნო სისტემის როგორი ცვლილებაც დასჭირდება რომ რისკები დააზღვიოს, ისეთს განახორციელებს. რუსთაველზე დგას ყოველდღე ერთი უნგრელი ბიჭი, ლასლო. მოგიყვებათ ორბანს რეები აქვს ამ მხრივ ნაკეთები.

ასე ჩანს ჩემგან“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა - "რას ისურვებდით,...

“ეს ველურები 3 საათის განმავლობაში რას აღარ გაყვიროდნენ ჩემი სახლის წინ და ჩემს შვილებს...

პარლამენტის დეპუტატ მარიამ ლაშხთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტი ეკა...

“საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ფურორი მოახდინა!” – ლალი მოროშკინა

ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...