ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიკახა კალაძე: "მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების"...

კახა კალაძე: “მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მიიღებს”

მადლობა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატია.

მისი თქმით, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს.

პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი პრემიერს პოზიტიური შეფასებისთვის. ის, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტების განხორციელებაში. მადლობა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას. შეიკრიბება პოლიტსაბჭო და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც მერობის კანდიდატებზე, ასევე ვინ იქნება საკრებულოში ჩვენი წარმომადგენელი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ ექნება და იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი.

არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია გაერთიანებული იქნება, დაშლილი თუ სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ არანაირი შანსი არ აქვთ. როდესაც ხარ რადიკალი, ქვეყნის მტერი და იმართები სხვა ქვეყნიდან, ხარ ჩვეულებრივი მოღალატე, ცხადია ქართველი ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გექნება. მათ ეს ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ განწირულნი არიან მარცხისთვის. ამიტომ არ უნდათ მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“ყველაფერზე წამსვლელი სოციოპატი პაიკის პოვნა ადვილი არ არის. კობახიძე პრაქტიკულად უნიკალურია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი 6 წლის წინანდელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...