spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერავინ დაგიშლით მიულოცოთ თქვენს კონფორმისტ მეგობრებს დაბადების დღეები....

“ვერავინ დაგიშლით მიულოცოთ თქვენს კონფორმისტ მეგობრებს დაბადების დღეები. მაგრამ, თუ ამის გაკეთებას საჯაროდ გადაწყვეტთ, ხალხის ასეთი რეაქციაც არ უნდა გაგიკვირდეთ” – მინდია გაბაძე დიანა ტრაპაიძეს მიმართავს

გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი მინდია გაბაძე ეხმაურება ტვ “პირველის” ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის მიერ “პირველი არხის” ჟურნალისტის, თამთა სანიკიძისადმი დაბადების დღის საჯაროდ თბილად მილოცვის თემას და კონკრეტული მძიმე ფაქტების შეხსენებით მიმართავს მათ:

ეტყობა ტვინის შერყევისგან პირში გულისამრევი ჟანგის გემო არ გიგრძნიათ, თვალი არ დაგბინდებიათ და ყურებში წუილს არ უფორთხებიხართ;

ან კისერი არ მოუგრეხავთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში;

ან ხუთი კაცი ერთდროულად არ შემდგარა თქვენს თავზე;

ან პოლიციის კორდონში არ შეუთრევიხართ ვინმეს და ნახევარი კილომეტრი ცემაში არ გაგიტარებიათ;

ან პოლიციის მანქანის უკან სავარძელზე გათიშულს პირში არ უფურთხებიათ;

ან გაუპატიურებით არ დაგმუქრებიათ გდდ-ს ბანდა;

ან ნარკოტიკი არ ჩაუდიათ თქვენთვის და ახლა სამუდამო თავისუფლების აღკვეთას არ ელოდებით;

ან პოლიციის მარშუტკაში გაზის კაფსულა არ შემოუგდიათ და კარი არ მოუხურიათ;

როცა კოლექტიურ ქოცზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ადამიანებს, რომლებისთვისაც ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა ვერ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისა, რომ თვალი გაეხილათ და დაენახათ რეჟიმის არაადამიანური სახე.

მეტიც, მათთვის ეს ყველა შემთხვევა ნორმად იქცა და სხვადასხვა გზით ცდილობენ რეჟიმის დანაშაულების ახსნას.

და თუ გგონიათ, რომ რეჟიმმა დაამთავრა ადამიანების ტანჯვა და წამება, იარეთ სასამართლოებზე. გაიცანით პოლიტიკური პატიმრები და მათი ოჯახის წევრები.
იქნებ ამის მერე გაგიქრეთ „ოცნების“ მთავარ პროპაგანდისტებთან მისალმების სურვილიც.

ვერავინ დაგიშლით მიულოცოთ თქვენს კონფორმისტ მეგობრებს დაბადების დღეები. მაგრამ, თუ ამის გაკეთებას საჯაროდ გადაწყვეტთ, ხალხის ასეთი რეაქციაც არ უნდა გაგიკვირდეთ“, – წერს მინდია გაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...