ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი განაჩენი” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ემოციური შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენების გამოცხადებას და პოლიტიკაში ჩართვის განაცხადს აკეთებს:

ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი განაჩენი, იმ წარმატებული ეპოქისთვის, რომლითაც ყველა პატრიოტი ქართველი ვამაყობთ.

დღევანდელ რეალობაში არის მხოლოდ ორი მხარე – ნათელი და ბნელი; ქართული და რუსული; ცივილიზებული სამყარო და პუტინისტური; ნაცური და ქოცური!

ამდენი წელი გავიდა და ვერავინ ვერ დადო რამე სხვა რეცეპტი, იმიტომ რომ ყველაფერი დანარჩენი სიყალბეა. როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ ილუზიაში, რომ რუსი რუსთაველზე ცეკვა-თამაშით ჩავლილი მარშით შეშინდება და წავა?! ანდა როდემდე უნდა ვიყოთ თავდაცვის რეჟიმში?! საკმარისად გვაქვს ქვები შეგროვებული, ამდენი წელი ვაგროვეთ და ახლა ჩვენი მოქმედების დროა!

არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი და ახლა საჯაროდ მივმართავ ერთიან ნაციონალური მოძრაობას, ლევან ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას გთხოვთ მიმიღოთ ერთ რიგით ჯარისკაცად!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ანი ნადარეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...