spot_img
მთავარიაქტუალური თემებიპაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, გახდა კონტაქტური,...

პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, გახდა კონტაქტური, ადეკვატური – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მნიშვნელოვან და პოზიტიურ ინფორმაციებს ავრცელებს კლინიკაში განსაკუთრებული დაკვირვებების ქვეშ მყოფ პაციენტებთან მიმართებაში:

ამ ეტაპზე კლინიკაში 77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, 17 არის ინფიცირებული. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლუგარის ლაბორატორიიდან, არცერთი დადებითი ტესტი არ მოსულა, რაც გვახარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას, ჩაუტარდებათ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები.

გვყავს 2 რეანიმაციული პაციენტი. მინდა გითხრათ რომ, ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ მთელი კლინიკა, იმიტომ რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესინდრომით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე ომში მეტნაკლებად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, გამარტივებული ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავს და დღის ბოლომდე შესაძლებელია პაციენტი აპარატიდანაც მოიხსნას.

რაც შეეხება მეორე პაციენტს. 80 წლის ქალბატონი, რომელიც ასევე იყო კორონავირუსით ინფიცირებული, გულის უკმარისობით, ასაკის გათვალისწინებით, ამ ქალბატონთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით, დადებითი შედეგები გვაქვს მიღწეული.

ორსულ ქალბატონთან დაკავშირებით მინდა გიპასუხოთ, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელება არ ჰქონია. ვირუსისთვის ზედა საზღვრებში დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ ვლინდება, ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი და იგი შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

პირველი პაციენტი, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, ყველაზე მძიმე პაციენტი კლინიკაში, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...