spot_img
მთავარიIV ხელისუფლებარამდენიც გინდათ, წერეთ სალანძღავი სიტყვები, მე ეგ არ...

რამდენიც გინდათ, წერეთ სალანძღავი სიტყვები, მე ეგ არ მანაღვლებს, სადარდებელი სულ სხვა რამეა – ვახო სანაია

28 მარტს ამირან გამყრელიძის ტვ “პირველზე” ვახო სანაიას “დღის ამბებში” ჩართვა, რომლის დროსაც გაიმართა ემოციური მსჯელობა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, საზოგადოების ფართოგანხილვის საგანი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ განმარტება/შეფასებებს აკეთებს ვახო სანაია:

ცოტა დამღლელია, როცა შინაარსის გამოტანა ასე უჭირს ბევრს, მაგრამ მაინც არ დაგზარდებით.

ყველაფერი ძალიან მარტივად იყო ინტერვიუში. რამდენიც გინდათ, წერეთ სალანძღავი სიტყვები, მე ეგ არ მანაღვლებს. სადარდებელი სულ სხვა რამეა.

24 მარტი. პაატა იმნაძე:

„სწრაფი ტესტები ძალიან კარგია მასობრივი კვლევების დროს. ასეთი კვლევები შეიძლება, საჭირო გახდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ამიტომ სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან საჭიროა“.

24 მარტი. ეკატერინე ტიკარაძე:

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და უბრალოდ მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას.

25 მარტი. ისევ ეკატერინე ტიკარაძე:

,,1000 სწრაფი ტესტი მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ტესტები გაკეთდება მარნეულში”

28 მარტი. გუშინდელი ინტერვიუ. ამირან გამყრელიძე:

,,მარნეულში არაა სწრაფი ტესტი, არის დაჩქარებული, ქალბატონი ეკა ალბათ აღელდა”

ანუ მარნეულში სწრაფ ტესტებს კი არ იყენებენ, არამედ ,,დაჩქარებულს”.

ეს ხომ წაიკითხეთ, რაც დავწერე ? ძალიან კარგი. ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე.

ინტერვიუში კონკრეტულად ტესტებზე სულ ოთხი ძირითადი საკითხის გარშემო მქონდა შეკითხვები:

1. გვჭირდება თუ არა სწრაფი ტესტები – დიახ
2. გვაქვს თუ არა სწრაფი ტესტები – არა
3. რატომ არა გვაქვს სწრაფი ტესტები – მიიღეთ მკაფიო პასუხი ?
4. ხელი შეუშალა თუ არა სწრაფი ტესტების შემოტანას არაჯანსაღმა კომერციულმა ინტერესებმა – ცალსახა და მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ.

უფრო მარტივად როგორ ავხსნა ?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...