შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის - ის ისჯება...

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას:

რამდენი ბრალდებაც არ უნდა შეთითხნოს რეჟიმმა, ერთი რამ ნათელია:

მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა.

შევადაროთ:

საქართველო, რომელიც მან ჩაიბარა – კორუფციით გაჟღენთილი, კრიმინალური კლანების კონტროლის ქვეშ, უიმედო და დასუსტებული.

საქართველო, რომელიც მან დატოვა – რეგიონის ლიდერი, ნომერ პირველი რეფორმატორი, ქვეყანა, რომელიც მსოფლიომ სამაგალითოდ აღიარა.

რას აღარ აბრალებდნენ – და ბოლოს პიჯაკი, თაიგული და ცხვარი “იპოვეს” – მართლა ქვეყნის ნამდვილმა მძარცველებმა!

ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის – პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს.

ისინი არ სჯიან დანაშაულისთვის – სჯიან სიმართლის თქმისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის!

ეს უსამართლობა დროებითია.

ჩვენ ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რეჟიმების ისტორია – და ვიცით, როგორ უნდა დავასრულოთ ეს ბრძოლა წარმატებით!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...