შაბათი, მაისი 10, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ქართველი ხალხის მხარდაჭერით, "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

“ქართველი ხალხის მხარდაჭერით, “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს” – კახა კალაძე

ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით გარედან მითითებებს ელოდება, თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებში, ხალხის თანადგომით, “ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ გაერთიანებულები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ პატრონებს ჰქონდათ სურვილი, რომ ერთი პლატფორმა შეექმნათ, ყველა გაერთიანებულიყო, მაგრამ ცხადია, ეს არ გამოსდით. დრო ერთმანეთის ლანძღვაში გაჰყავთ. ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს.

რაც შეეხება არჩევნებს, გაურკვეველია მათი მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება, რას გადაწყვეტენ. ცხადია, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ, რადგან საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. შესაბამისად, ელოდებიან, რა მითითებები იქნება გარედან. მათ არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ იქნება გამარჯვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...