სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე...

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი” – პარტიის განცხადება

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აცნობებს, რომ პარტიის გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ცენტრალური ოფისი:

,,🔴 ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი.

🔴 აღნიშნული ოფისი, რომელიც 2010 წელს აშენდა, მომსწრეა მრავალი ქარტეხილის და თავდასხმის ნაციონალურ მოძრაობაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს მოღალატე, რუსული რეჟიმის არაერთი ძალადობრივი თავდასხმა აღნიშნულ შენობაზე, მათ შორის სპეცოპერაცია ენმ -ს იმ დროინდელი თავმჯდომარის გატაცების მიზნით.

🔴 ამავდროულად ცხადია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პარტია არ არის შენობა. პარტია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც გაერთიანებული ვართ საქართველოს ერთიანობის, სიძლიერისა და ევროპული, დემოკრატიული მომავლის იდეის და სხვა ეროვნული, პატრიოტული ღირებულებების ირგვლივ.

🔴 დღეს, როდესაც ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, როდესაც ივანიშვილის კრიმინალური ბანდის რეპრესიული მანქანა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის განსხვავებულ აზრს და როდესაც ნაციონალური მოძრაობა კვლავ რჩება რეჟიმის მთავარ სამიზნედ, რისი გამოხატულებაა პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი პოლიტიკური ტყვეობა, ისევე როგორც არალეგიტიმურ პარლამენტში “ჩეკას” ანალოგით შექმნილი რუსული კომისია, ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, ჩვენს საზოგადოებასთან მეტი კავშირი და სიახლოვე, რაშიც ენმ-ს ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისი, პარტიის რომელიც ყოველთვის იყო და არის ყველაზე სახალხო, ეროვნული პოლიტიკური გაერთიანება, განსაკუთრებით დღეს და ბრძოლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის, წევრებისთვის, პოტენციური მომხრისთვის, ახალგაზრდისთვის, აქტივისტისთვის თუ ჟურნალისტისთვის.
ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული დისტანციის შემცირებაც, ვიყოთ კიდევ უფრო გახსნილი, კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის.

🔴 ასევე აღსაღნიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის (საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო) პირობებში, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის. პარტიას უწევს არსებობა და ბრძოლა, წლების განმავლობაში მძვინვარე რუსული პროპაგანდის, ცილისმწამებლურ, ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად, ჩვენს პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მუდმივი ტერორის პირობებში. მიუხედავად მრავალი სტიგმისა, რომელსაც სხვადასხვა აქტორები ქმნიდნენ, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აფინანსებს არც ერთი მსხვილი ან დომინანტი დონორი.

🔴 უახლოეს ხანში ჩვენ ვგეგმავთ, ენმ მართვის პროცესში ჩვენი წევრების მეტი უშუალო ჩართულობისა და ამავდროულად, ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება თავის წვლილი შეიტანოს პარტიის პოლიტიკური და სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე როგორც ჩვენი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაში.

🔴 მოღალატე კრიმინალთა რუსული რეჟიმის საპირწონე ძალისთვის მთავარია სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ამასთანავე, ღიაობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშგება, პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა ქვეყნის ინტერესებისათვის.

🔴 მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობისთვის ამ რთულ დროს, აღნიშნული გადაწყვეტილება მოემსახურება საქართველოსა და ჩვენი გუნდის ამ საერთო და ეროვნულ ინტერესს.
ჩვენ ყველამ ერთად, უკომპრიმისო, პრინციპული ბრძოლით უნდა დავამარცხოთ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმი და დავიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებისგან.

✊ ძალა ერთობაშია!
✊ თავისუფლება მიშას!”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პარტიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, გდდ-ს ყოფილ...

“ჩემი ეს უსტარი პირდაპირ ადრესატთან მივა და მერე არ გავიგო თქვენი “არარუშულკანონის” მხარეს მორიგ...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო...

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა“, -...

“ტრამპის ფეიკი ხელის დაქნევაც კი თუ ასე გიხარიათ, რას შემოავლეთ ამ ქვეყანას რუსული მავთულხლართი?”...

ვატიკანში პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მიხეილ ყაველაშვილისა და დონალდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...