შაბათი, მაისი 10, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ჩვენი გუნდის ლიდერია ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, მართალი კაცი,...

“ჩვენი გუნდის ლიდერია ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, მართალი კაცი, რომელიც ვერ აიძულეს საკუთარი ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგა!” – დიტო სამხარაძე

“ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი, დიტო (დიმიტრი) სამხარაძე წინა არჩევნების გამარჯვების მთავარ ფაქტორად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს და მომავალ არჩევნებშიც დიდი წარმატებების მოლოდინი აქვს:

დღევანდელ დღეს არის თემატური და იმიტომ ვწერ!

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ნახევარი მსოფლიო იყო ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. არჩევნების დასრულების ბოლო წუთამდე, აბა სანქციებიო, უცხოელი ბიუროკრატების განცხადებები, უცხოეთში ჩვენი მხარდამჭერი მოქალაქეების დაშინება, მიკერძოებული დამკვირვებლები, რეგიონებში ჩვენი საწინააღმდეგო აქტივობების დაფინანსებები, ფეიკები, დიდი ფულის ფლანგვა, მოღალატე ენჯეოები, აქაური მანქურთების ჩართულობა და რა? მაინც გავიმარჯვეთ!!!

მოვიგეთ, იმიტომ რომ ჩვენი გუნდის ლიდერია ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, მართალი კაცი, რომელიც ვერ აიძულეს საკუთარი ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგა! წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, ყველა მისი ქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვისაკენ იყო გადადგმული! კიდევ ერთხელ, როგორც 2012 წელს დააყენა საკუთარი ოჯახი უდიდესი საფრთხის ქვეშ საქართველოს გადარჩენისთვის, ახლაც იგივე ნაბიჯი გადადგა, საფრთხის მასშტაბები გაცილებით დიდი იყო! დღესაც, ერისკაცი ბოლომდე იცავს ჩვენს ქვეყანას და ეს იცის ჩვენმა ერმა და აფასებს! ეგ სხვას ვეგონეთ ქართველები დაუნახავები და უმადურები. დღეს კი ვფიქრობ ჩვენმა ერმა ნაწილობრივ გაგაცანით მაგ სხვებს ჩვენი ქართული იდენტობა!

კიდევ იმიტომ მოვიგეთ, რომ ქართული ოცნების შტაბის უფროსი იყო პრემიერი ირაკლი კობახიძე, ძლიერი მენეჯერი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცი, სულით და გულით ჩვენი სამშობლოს ერთგული კაცი! მოვიგეთ, რომ ქართული ოცნების ყველა ლიდერი, პასუხისმგებელი პირები, ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ხალხს და სამშობლოს! მოვიგეთ, რომ ქართული ოცნების თითოეული ჯარისკაცი, ბოლომდე იბრძოდა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის!

რაც მთავარია მოვიგეთ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ სიმართლეს, ღირსებას და ქვეყნის ერთგულებას დაუჭირა მხარი და როდესაც ერი ვერთიანდებით, მაშინ ვერავინ გვამარცხებს! წარმოიდგინეთ ნახევარი მსოფლიოც კი! წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს! ყველა მერს და საკრებულოს მოვიგებთ! უფალი ფარავდეს ჩვენს ხალხს და საქართველოს✊🏻4️⃣1️⃣🇬🇪“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დიტო სამხარაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...