spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ თვითმარქვია რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის...

“ამ თვითმარქვია რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის და მისი გარეთ ყოფნის” – პეტრე ცისკარიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება, სადაც განიხილება საზღვრის უკანონო კვეთის საქმე:

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე, რადგან თვითმარქვია რეჟიმმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობის და უპერსპექტივობის გამო. უამრავი მათგანი, მათ შორის, შეერთებულ შტატებში შეიპარა, ერთ კვირაში ყველანი თავისუფლები იყვნენ, მიიღეს იმ ქვეყნებმა, ჩაიბარეს ეს ადამიანები, როგორც დევნილები.

ამით იმის თქმა მინდა, რომ საზღვრის კვეთა რა ტიპის დანაშაულიც არის ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ასე შევიდნენ სხვა ქვეყნებში, რათა გაექცნენ აქაურ რეჟიმს და უპერსპექტივობას საკუთარ სახელმწიფოში.

ახლა კი, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შექმნა ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი, ედავებიან იმას, რომ რატომ გადმოკვეთე საზღვარი და რატომ ხარ საქართველოშიო, ამისთვის აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე.

ამ რეჟიმის მთავარი მიზანი არის, რომ თუ კი მოუწევთ მისი გამოშვება პოლიტიკური იძულების გამო, მათ არ უნდათ, რომ ის იყოს საქართველოში, რადგან ამ რეჟიმს ყველაზე მეტად მისი ეშინია”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსაამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...