შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!) გაფლანგვისთვის” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ე.წ. მართლმსაჯულების სისტემის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით:

,,სააკაშვილმა 19 მილიარდი დოლარი მოიპარა და ოფშორებში გადამალაო – ასე დაიწყო რუსქოცების პროპაგანდამ 2012 წელს.

რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!) გაფლანგვისთვის.

ანუ მონაჭორი თანხის 0.02 %-ის(!) გაფლანგვა დასდეს ბრალად – მეტზე ბრალიც კი ვერ წაუყენეს (“გაფლანგული” თანხების მიზნობრიობაზე რომ არაფერი ვთქვათ).

თან გაფლანგაო – და არა მოიპარა და სახლში წაიღოო.

იმ სააკაშვილს მიუსაჯეს, რომლის ხელისუფლებაში მოსვლისას ბიუჯეტი 14-ლარიან(!) პენსიას ვერ უხდიდა პენსიონერებს (რადგან ქოცები ყველაფერს იპარავდნენ) და რომელმაც 9 წელიწადში პენსია გააათმაგა (ქოცს რომ ეგრე გაეგრძელებინა, დღეს პენსია 1250 ლარი იქნებოდა).

იმ ქოცებმა გაასამართლეს, რომლებიც თითო ტენდერიდან ტეხავენ ან ატკატად იღებენ ამაზე მეტს. ცხრა მილიონი რა ფულია მათთვის? – 65 მილიონის(!) თემა მხოლოდ ვიღაც რიგითი ქოცის, ნინო წილოსანის, მამას აუფეთქდა, მაგრამ “გაამართლა” ბორენკას “სასამართლომ” ❤

იმ ქოცებმა გაასამართლეს, რომელთა ბელადი ზუსტად იმავე ხარჯებს სწევდა პრემიერობისას ზუსტად იმავე სამართლებრივი საფუძვლით. ამასვე აკეთებდა თემო ჯანაშიას მემკვიდრე ამ პოსტზე, ანზორ ჩუბინიძე.

გიორგი მარგველაშვილი რომ ქოცი არ იყოს, საიდუმლო გრიფს მოხსნიდა შესაბამის მასალებს და ეს საქმეც წამში ჩამოიშლებოდა.

ბევრჯერ თხოვეს. ბევრჯერ მიმართეს. მაგრამ არ ქნა.

არათუ არ ქნა, კარგად ჩამოაყალიბა, რატომ არ ქნა – გრიფი რომ მოვხსნა, მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ პოლიტიკური დევნაა და ეგ გინდათ, რომ საქართველო რეპუტაციულად დაზიანდესო?

მართლა ასე თქვა, პირდაპირ ეთერში.

თქვა და არასდროს გადაუთქვამს. არც ბოდიში მოუხდია. არც აუხსნია.

ასე გადაუთქმელად იარა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი გმირი არ გახდა, სხვა მისებრ მოუნანიებელ ქოცებთან ერთად, რომლებიც წლების მანძილზე აძლიერებდნენ რუსულ რეჟიმს რა გინდ რა ფორმით.

ახსოვს ვინმეს? ბევრს არა. მაგრამ ვისაც ახსოვს, ბევრი ასეთიც იტყვის, რაღა აზრი აქვს ამის გახსენებას, მაგათია ბურთი და მოედანიო.

ნუ, როგორცაა… სამართლებრივად და მორალურად აპრიორი გაკოტრებული საქმეა. ერთი იმის იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როცა რუსული რეჟიმი და მისი ქოცი მსახურები თავისივე შექმნილი სტანდარტებითა და პრეცედენტებით გასამართლდებიან.

ჩემი დიდი პატივისცემა გენერალ თემო ჯანაშიას! ❤️”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...