კვირა, ივნისი 15, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"5 მიზეზი, რატომაა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი მნიშვნელოვანი"...

“5 მიზეზი, რატომაა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი მნიშვნელოვანი” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პოლიტიკური შეფასებებისას 5 მიზეზი დაასახელა საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით.

5 მიზეზი, რატომაა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი მნიშვნელოვანი:

1. სამართლებრივი
– თუ ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში არაა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი?
– სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა ივანე მერაბიშვილის საქმეზე, რაც ზუსტად პოლიტიკური მოტივებით მართლმსაჯულების გამოყენებას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ფაქტი, რომ მერაბიშვილს ზუსტადაც რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აიძულებდნენ ჩვენების მიცემას.

2. პოლიტიკური
სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მრავალწლიანი მცდელობის არსებითი ნაწილია. ამაზე გაჩუმება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რეჟიმმა რეპრესიები მხოლოდ 1-2 წელია დაიწყო. სინამდვილეში, რეპრესია დაწყებულია მაშინვე, როგორც კი ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილის მიერ ძალაუფლების არჩევნებით გადაბარების გზით, რაც, თავის მხრივ, უპრეცედენტოა საქართველოს დამოუკიდებლობის 34-წლიან ისტორიაში.

3. გეოპოლიტიკური
სააკაშვილი ისჯება იმ გეოპოლიტიკური არჩევანისთვის, რისთვისაც ახლა ასიათასობით ქართველი ქუჩაშია თვეების განმავლობაში. ყოფილი გენპროკურორის, ფარცხალაძის, რომელმაც აღძრა საქმე სააკაშვილზე და თავად ივანიშვილის დასანქცირების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებენ საქართველოში. სააკაშვილი ისჯება იმ წინააღმდეგობისთვის, რაც ქართულმა ჯარმა და მან, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა გაუწიეს რუსეთს საქართველოში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს.

4. მორალური
პოლიტიკურ პატიმრებში სააკაშვილის არმოხსენიება ნიშნავს, რომ რეჟიმის მსხვერპლებს ვახარისხებთ პირადი სიმპათია-ანტიპათიით, ან უფრო უარესი, ვის მივიჩნევთ ახლა ან მომავალში ჩვენი პოლიტიკური კარიერის კონკურენტად. თუ ასე ვიქცევით, რითი განვსხვავდებით ქოცებისაგან?

5. პრაგმატული
დღეს ბევრი წუწუნია იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესს აკლია ლიდერი თუ ლიდერები. ლიდერობა ნიშნავს თავგანწირვას. ვინ უნდა გაწიროს თავი, თუკი (ა) ეცოდინება, რომ ის ვიღაცას არ მოსწონს და პოლიტიკურ პატიმრადაც არ მოიხსენიებს; და (ბ) არ ეცოდინება, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს მისი გათავისუფლებისთვის?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...