პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის" - კახა კალაძე ოპოზიციის...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და მათ არცერთ რაიონსა თუ ქალაქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ წაგებულ ბრძოლაში შემოსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს უკვე დაწყებული აქვს არჩევნებისთვის მზადება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებზე ღირსეულად წარსდგეს.

ჩვენ დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის, გვაქვს შეხვედრები, სიახლეების შემოტანა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოებასთან.

ჩვენთვის ყველაზე მთავარი გახლავთ ადამიანი, შესაბამისად, ყველა პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქში იყოს კომფორტი, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მრავალი შესაძლებლობა, იყოს პარკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები და ა.შ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად გამოვიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში და მივაღწიოთ წარმატებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...