შაბათი, მაისი 10, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა...

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება” – მამუკა მდინარაძე

ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკის’’ შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, სადაც ანტინარკოტიკული რეფორმის დაწყების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

მამუკა მდინარაძის თქმით, ანტინარკოტიკული რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შეიმუშავა.

განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ამ თემაზე არის აბსოლუტური ერთსულოვნება და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც ბოლომდე დაუდგება გვერდით ანტინარკოტიკულ რეფორმას და საზოგადოებრივი მხარდაჭერით, ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი პირველი პოზიტიური შედეგები გვექნება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითად საკითხებზე და აღნიშნა, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი, სასჯელი 12-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა იქნება.

მისივე თქმით, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, 2025 წლის პირველი ივნისიდან – იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.

მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...