სამშაბათი, აპრილი 29, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს - რაც...

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება!” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს:

მტერი, მტერი, მტერი – გაცვდა, აღარ მუშაობს, არავის სჯერა! როცა ხალხს სიცივე, შიმშილი და სიღარიბე აწუხებს, ზღაპრებით ვერ დააპურებთ.

მოდით, მარტივი კითხვა დავსვათ:

თუ ბალტიის ქვეყნები მონები არიან, რატომ ცხოვრობენ ჩვენზე უკეთ და უფრო უსაფრთხოდ?

იქ ადამიანები ჩვენზე 4-6-ჯერ მეტ პენსიას, ხელფასს და უკეთეს სერვისებს იღებენ.

მაშინ ვინ გამოდის ნამდვილი მონა – ის, ვისაც არჩევანი აქვს, თუ ის, ვინც თქვენს პროპაგანდაშია ჩარჩენილი?!

თქვენ ეს პროპაგანდა მხოლოდ იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა მთავარი კითხვები არ დასვას:

  • რატომ ღარიბდება ქვეყანა და მდიდრდება მხოლოდ ბიძინა და მისი მსახურები?
  • რატომ გაიქცა ქვეყნიდან მილიონზე მეტი ქართველი?
  • რატომ არ ჰყოფნის პენსიონერს ფული წამლისთვის და პურისთვის?
  • ვის ატყუებთ? როგორ შეუძლია ბიძინას მონას ვინმეს მოუტანოს თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა?

აი, ამიტომ გჭირდებათ მტრის ხატი, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე!

თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება!“- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს მის სასამართლო...

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას: "რატომ დადიან...

“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“ერთმანეთის დასრულებაში გაერთნენ, ფაქტია” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...