სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებიხალხი არაკომპეტენტური ხელისუფლების მძევალი არ უნდა იყოს -...

ხალხი არაკომპეტენტური ხელისუფლების მძევალი არ უნდა იყოს – პეტრო პოროშენკო

უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას, თავისი შეფასებები წარმოადგინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა:

ხალხი არაკომპეტენტური ხელისუფლების მძევალი არ უნდა იყოს. თუმცა, დღეს არაა ანგარიშსწორების დრო. “ევროპული სოლიდარობა” მტკიცედაა განწყობილი უკრაინელი ხალხის კონსოლიდაციისა და მათი დაცვის საკანონმდებლო უზრუნველყოფისათვის.

ქვეყანაში არაა საკმარისი პირბადეები, დამცავი კოსტუმები ექიმებისთვის, არაა საკმარისი წამლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, არაა ტესტები კორონავირუსზე…

დღეს ქვეყანა საჭიროებს სისტემურ ნაბიჯებს. შემიძლია მოვიყვანო 2014-15 წლების მაგალითი, როცა დაცარიელებული ბიუჯეტიდანაც კი მოხერხდა საჭირო რესურსები მოძიება, სახელისუფლო ძალის მობილიზება და პასუხი გაეცა რუსულ აგრესიას.  მაშინ ჩვენ მოვახერხეთ თანხის მოძიება, რათა წაგვეხალისებინა სამხედროები. ახლაც იგივე უნდა მოხერხდეს სამხედროებისა და ექიმებისათვის.

ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გაითვალისწინა ჩემი წინადადება სახელმწიფო მოხელეებისათვის ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ მაღალი ხელფასები მხოლოდ სამხედროებსა და ექიმებს ექნებათ და თხოვნაა, რომ ეს შეთანხმება ძალაში დარჩეს.

კიდევ ერთი საყურადღებო საკითხი არის ის, რომ უნდა შეიცვალოს სტაბილიზაციის ფონდი და გახდეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანხები გადაირიცხოს საპენსიო ფონდში, ყურადღება მიექცეს უმუშევრობის საკითხსაც,” – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...