სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი "ქართულ ოცნებას", რომ კარგად...

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ” – რომან გოცირიძე

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე და მძიმე შეფასებებს აკეთებს:

როგორც ირკვევა, შემოსავლების სამსახურმა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” საგადასახადო გირავნობა დაადო. კომპანიას ათობით მილიონი ლარი მართებს ბიუჯეტის წინაშე.

რას ნიშნავს ეს ყადაღა: ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურების საბაბით “ოცნების” კლანის მიერ მართულმა სასამართლომ 2017 წელს ჩამოართვა კომპანიის უცხოელ მესაკუთრეებს მისი მართვის უფლება, დაინიშნა “დროებით” მმართველად კლანის წერი, ამჟამად დასანქცირებული ვინმე “რიჟა” კაპანაძე. ამის შემდეგ არა თუ ეკოლოგიური ზიანი არ აუნაზღაურებია კომპანიას, არამედ დააგროვა მილიონობით დავალიანება ბიუჯეტის წინაშე (ხელისუფლების წაყრუებით), გაძარცვეს ზესტაფონის “ფერო” და “ჭიათურმანგანუმი”, დააზარალეს კომპანია და უცხოელი ინვესტორი, მილიონობით ფული მიითვისა პირადად ივანიშვილის გარემოცვამ, აფინანსეს პროპაგანდისული მედიასშუალებები, “ქართული ოცნება” და მათი გარემოცვა, გამოწურეს ლიმონივით საწარმო და ახლა მესაკუთრეების გაგდებასაც გეგმავენ. გაკოტრების საქმის წარმოებით მესაკუთრეებს გაყრიან, ვალებს ჩამოაწერენ და ოცნების კლანის რომელიმე წევრს გადასცემენ (მსგავსი სცენარით მოხდა “თბილგაზის” 100 მილიონი ლარის ოდენობის ვალის ჩამოწერა და საწარმოს კალაძის კლანისათვის გადაცემა).

ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ამიტომ იბრძვიან ასე გააფთრებით.

ვერაფერი გადაარჩენთ. ნაძარცვის დაბრუნება მოუწევთ“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და გამძლეობისთვის,...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ...

“ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის, ის არ უკვეთავს მუსიკას თუ რამე შეიცვალა?🤔😊” – ლელა...

"დღეს თუ ხვალ გომელაურიც წავა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...