ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა...

“ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, საქართველოს წარსულის, ისტორიის კონკრეტული ფაქტების შეფასებისას, კონკრეტულ შედარებებს ახდენს და პარალელს ავლებს დღევანდელობასთან:

მოდით, მარტივად ავხსნათ – ვის უნდა მშვიდობა და ვის ამოძრავებს ღალატი!
ვინ არიან პატრიოტები და ვინ ნამდვილი უსამშობლოები!

თუ ივანიშვილს და მის პროპაგანდისტებს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ჩვენი ყველა გმირი სულელი ყოფილა.
დავით აღმაშენებელი – პროვოკატორი,
თამარ მეფე – ავანტიურისტი,
ერეკლე – „ომის პარტიის“ ლიდერი.

მოდით გავყვეთ ქოცების ლოგიკას და წარმოვიდგინოთ, რას იტყოდა წულუკიანის ვითომ საგამოძიებო კომისია დიდგორის ომის მიზეზებზე ან თამარ მეფისთვის გამოგზავნილ რუქნადინის წერილზე?

ქოცების ლოგიკით, დავით აღმაშენებელი დამნაშავეა:
რატომ შეუწყვიტა ხარკი სელჩუკებს?
განა ამით მუსლიმური კოალიციის გაღიზიანება და ომი არ გამოიწვია?

თამარ მეფეც „დამნაშავეა“:
რატომ არ დათანხმდა რუქნადინის სამშვიდობო ინიციატივას?
რატომ არ დანებდა „მშვიდობისთვის“?

თუ ქოცების ეს ლოგიკა სწორია, მაშინ უნდა გავასამართლოთ ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და 9 აპრილის გმირებიც!
რატომ არ დაემორჩილნენ საბჭოთა იმპერიას?
რატომ არ გაჩერდნენ?
რატომ არ ისარგებლეს კომფორტით?
რატომ მოინდომეს თავისუფლება?

თუ ქოცები მართლები არიან და გმირები შეცდნენ, მაშინ გადავყაროთ ჩვენი ისტორიის ყველა წიგნი და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს მხოლოდ საქართველოს გაყიდვით გამდიდრებული მუქთახორების და თათქარიძეების „ისტორია“!

სიმართლე მარტივია:
• თამარი არ დანებდა და გაიმარჯვა!
• დავითმა იბრძოლა და საქართველო აღადგინა!
• ერეკლემ და ილიამ ბოლო წუთამდე იბრძოლეს და გადაგვარჩინეს!
• ზვიადმა და მერაბმა ქვეყანას თავისუფლება მოუტანეს!
• და კიდევ უამრავმა გმირმა მოიტანა საქართველო და ეს მშვიდობა!

მაგრამ დღეს უტიფრად გვიმტკიცებენ, რომ ეს სისულელეა.
გვიმტკიცებენ, რომ თავისუფლების დაცვა „პრობლემაა“,
მორჩილება და ლაჩრობა – გმირობა,
საკუთარი ხალხის გაწირვა – პატრიოტიზმი და ქრისტიანობა.

ვის აწყობს ეს?

ვისთვის არის მომგებიანი, რომ ერს აღარ სჯეროდეს თავისი ისტორიის?

ვისთვის არის საჭირო, რომ ქართველს აღარ ჰქონდეს თავდაცვის ინსტინქტი?

ვის სურს, რომ საქართველო იყოს სუსტი და მოკავშირეების გარეშე, მარტოდ დარჩენილი?
ივანიშვილს, მის რეჟიმს და ჩვენს ჩრდილოელ ვერაგ მეზობელს!

საქართველო მხოლოდ თავისუფლებით და მოკავშირეებით გადარჩება!
ქოცობა ღალატია!

ჩვენ გვინდა მშვიდობა!

და სწორედ ამიტომ ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...